weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება

10:31 პარასკევი, 12 მარტი 2021

დღეს, 14:00 საათზე, ქუთაისის მერიაში, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ რიონის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ხეობაში ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრები.

9 მარტს, პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე გამოსვლის დროს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის პროექტის საფუძვლიანი რევიზია არ იგეგმება, რადგან ის უკვე დამტკიცებულია და მთავრობას პასუხისმგებლობა აქვს აღებული. მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, თურნავას ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ დღეისთვის დაგეგმილ შეხვედრას აზრი არ აქვს და ის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის იქნება.

„ეს პასუხი გულისხმობს იმას, რომ ამ ფორმატში ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ პროექტის არც სიღრმისეული რევიზირება იგეგმება, შეჩერებაზე საუბარი ზედემეტია და პრაქტიკულად, ამ მიმართულებით არანაირ ნაბიჯს არ დგამენ. მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ გვჭირდება ცნობიერების ამაღლება, რათა ყველაფერს ისე შევხედოთ, როგორც თავად უყურებენ, ანუ ჩვენც ისევე მოგვეწონოს ეს პროექტი, როგორც მათ მოსწონს. ვინაიდან, ხეობაში შეხვედრის დროს შევთანხმდით პარასკევის შეხვედრაზე, რასაკვირველია, მასზე უარს არ ვიტყვით და მივალთ, თუმცა მათი პასუხები ჩვენთვის წინასწარ უკვე ცნობილია“, – ამბობს გოლეთიანი.

მისივე თქმით, 14 მარტისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქცია ძალაშია და ის 13:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

28 თებერვალს, ქუთაისში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს.

აქციის შემდეგ, 4 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილს და ეკონომიკის მინისტრ ნათელა თურნავას მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა დაავლა. 5 მარტს მინისტრები ჯერ ცაგერში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარვები აქვთ გაშლილი და 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. გადაწყდა, რომ მხარეებს შორის შეხვედრა დღეს, 12 მარტს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]